Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 34

ტურიზმის შესახებ

მუხლი 34. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2030
თემები:პროფესიული მომსახურებაზოგადი ბიზნესიდროებითი ვიზებიუძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევასატყეო საქმეპროფესიული უსაფრთხოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2.რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების განხორციელების სფეროები და შესაბამისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტით.

3.რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.

4.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა განმახორციელებელ პირთა (პერსონალის) სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლებს მათი განხორციელების უფლებას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტი.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აწარმოებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრს.

6.სერტიფიცირებული პირების (პერსონალის) მიერ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივნ. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 ივნ. 2030-დან

1. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის სფერო და კომპეტენციები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. 3. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. 4. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შესაბამისად სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების მიმართულებით. 5. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო აწარმოებს სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრს და გასცემს სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომლის ფორმას ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 6. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 7. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია პირის სერტიფიცირების, აგრეთვე შესაბამისი სერტიფიკატის გაუქმების ან/და შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. 8. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება. 9. სერტიფიცირებული პირების მიერ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიმართ სათანადო ზომების მიღებას. 10. სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამ დაზღვევის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026

    34-ე მუხლი გადაწერილია: სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის ნაცვლად ის რისკის შემცველ მომსახურებას ეხება, სერტიფიცირებას ან უფლების მინიჭებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ავტორიზებული სერტიფიცირების ორგანოს მოდელი და 7–11 პუნქტები ამოღებულია.

  2. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 15 მაი. 2025

    მე-9 და მე-11 პუნქტებში სერტიფიცირების ორგანოს აღმნიშვნელი ტერმინი ახლა „ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოა“, ხოლო მე-10 პუნქტში გამყოლების სავალდებულო დაზღვევა ახლა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტურისტული ვიზა (C1)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გიდის სერთიფიცირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასტუმროს ინდუსტრიის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტურიზმის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №5

  • 2 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2026
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 33რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება
  • 36ტურისტული გიდი
  • 4ტურიზმის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 662²ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტისათვის გარანტიების წარდგენის შესახებ
  • 662¹ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტის საჩივარზე სწრაფი რეაგირების მოხდენის შესახებ
  • 664პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 28საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 63¹

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 59¹ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 71¹მგზავრის შესახებ მონაცემების მიწოდების ვალდებულება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 30სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • 6სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
59¹63¹662²662¹66471¹630283336434
მნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…შეზღუდული შესაძლებლობი…ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026