Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 8

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 8. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დროებითი ვიზებისამუშაო ნებართვებიდამსაქმებლის სპონსორობაკორპორაციული მიგრაციაუცხოელი მუშახელიოჯახის გაერთიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³23456789

1.საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სავიზო განაცხადს.

1¹.საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე.

1².ამ მუხლის 1 1 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.

1³.ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას.

2.გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, ან/და დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების მსურველი ან/და მისი წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრებაზე მიიწვიოს.

4.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა.

5.(ამოღებულია - 08.05.2015, №3602).

6.(ამოღებულია - 08.05.2015, №3602).

7.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში.

8.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

9.საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3344 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1511 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე − e-VISA PORTAL-ზე − განთავსებულ სავიზო განაცხადს. 1 1 . საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 1 3 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას. 2. გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, ან/და დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების მსურველი ან/და მისი წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრებაზე მიიწვიოს. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა. 5. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602). 6. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602). 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში. 8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 9. საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3344 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1511 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.
რედაქციების შედარება

1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე − e-VISA PORTAL-ზე − განთავსებულ სავიზო განაცხადს. 1 1 . საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 1 3 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას. 2. გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, ან/და დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების მსურველი ან/და მისი წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრებაზე მიიწვიოს. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა. 5. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602). 6. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602). 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში. 8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3344 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 15 აპრ. 2026
  2. 15 მაი. 2015
  3. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  4. 26 ნოე. 2014
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნეს ვიზა (C/D კატეგორია)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიზის განაცხადები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოკლევადიანი ვიზის გაგრძელება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავიზო ვადის გადაცილება და რეგულირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №23

2
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2026-04-15
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 70

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 6საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები
  • 70საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური
  • 9საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 82საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 19საქართველოს ვიზის გაცემა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 73საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
  • 34საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁵სასამართლოსთვის მიმართვა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 22საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 16—
  • 2—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁵16244341996702273828
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საკონსულო საქმიანობის …საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026