ტურიზმის შესახებ

მუხლი 41. დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულების პირობები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილიგურანდა გრიგოლიასანდრო სარუხანიშვილი

1.ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს წერილობით, ქაღალდზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც ის არის (მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად), ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფო ენაზე, თუ ეს ენა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენაა.

2.ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და შეიძლება შეიცვალოს მხარეების შეთანხმებით ან გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო, რომლებიც მოვაჭრის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელია. ხელშეკრულება გარკვევით უნდა მიუთითებდეს ამგვარი ცვლილებების შესახებ.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს წერილობით უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე.

4.ხელშეკრულება ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) მხარეთა ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ ინფორმაციას, ხელმოწერას; ბ) ხელშეკრულების დადების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას.

5.მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე უნდა აცნობოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების, ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ხანგრძლივობისა და ამავე კანონის 44-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე წინასწარი გადახდის აკრძალვის შესახებ.

6.ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს მომხმარებელმა ხელი უნდა მოაწეროს ცალ-ცალკე.

7.ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტულ ფორმას, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ემსახურება ამავე კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გამარტივებას. ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტული ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8.მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას გადაეცემა სათანადოდ დამოწმებული (ხელმოწერილი) ხელშეკრულების 1 ეგზემპლარი.

9.დროის  განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების ხანგრძლივობის გამოთვლისას  გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება, ავტომატური განახლების ან გახანგრძლივების პირობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
931657²1091112105383942444041
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებმომხმარებლის უფლებების…საჯარო შესყიდვების შეს…ელექტრონული კომერციის …საქართველოს სამოქალაქო…ელექტროენერგიის საცალო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა