Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებმუხლი 2

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023
თემები:IP სტრატეგიაIP მონეტიზაციასაავტორო უფლებების რეგისტრაციაპატენტის რეგისტრაციაინტელექტუალური საკუთრების შეფასებასაპატენტო დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქპატენტი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ − ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო; ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საქპატენტის მიერ რეგისტრირებული და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა; გ) განაცხადი − საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი ან საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი; დ) განმცხადებელი − გაერთიანება, აუცილებლობის შემთხვევაში − სახელმწიფო უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას; ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის ერთადერთი მწარმოებელი, რომლის წარმოების გეოგრაფიული არეალის მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ არეალის მეზობელი ტერიტორიის მახასიათებლებისგან ან რომლის მახასიათებლები განსხვავდება აღნიშნული არეალის მოსაზღვრე გეოგრაფიულ არეალში წარმოებული საქონლის მახასიათებლებისგან; თუ უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცულია, როგორც კოლექტიური ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშანი, − ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი; ე) გაერთიანება − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დასაცავ/დაცულ საქონელთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ საქონლის მწარმოებელთა ან/და გადამამუშავებელთა ნებისმიერი გაერთიანება ან/და სხვა პირთა გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ვ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები − საბოლოო საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით; ზ) გვარეობითი ცნება − საქონლის დასახელება, რომელიც, იმ ადგილთან, რეგიონთან ან ქვეყანასთან კავშირის მიუხედავად, სადაც ეს საქონელი თავდაპირველად იწარმოებოდა ან იყიდებოდა, საქართველოში ამ საქონლის საერთო დასახელებად იქცა; თ) სახელმწიფო კონტროლი − კომპეტენტური უწყების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად განხორციელებული ქმედება, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ ან/და ბაზარზე განთავსებულ საქონელზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი; ი) კომპეტენტური უწყება − სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება; კ) მაკონტროლებელი ორგანო − საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული და კომპეტენტური უწყების მიერ ავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აღნიშნული უწყების მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად; ლ) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება − პროცედურების ერთობლიობა, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები; მ) საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი) − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას; ნ) წარმოების ეტაპი − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების, გადამუშავების ან დამზადების ნებისმიერი ეტაპი; ო) მიკვლევადობა − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის, მასში გამოსაყენებელი ნებისმიერი ნივთიერებისა და ინგრედიენტის, აგრეთვე ამ საქონლის ტარის შესახებ მონაცემების (ინფორმაციის) დადგენის შესაძლებლობა წარმოების ეტაპსა და დისტრიბუციის ეტაპზე; პ) მიკვლევადობის ნიშანი − საქონლის პარტიაზე/ლოტზე განთავსებული ნიშანი, რომელიც იძლევა ამ საქონლის მწარმოებლისა და აღნიშნული პარტიის/ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას. თუ, საქონლის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიკვლევადობის ნიშნის უშუალოდ საქონელზე განთავსება შეუძლებელია, იგი შეიძლება მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონლის ეტიკეტზე განთავსდეს; ჟ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლო (შემდგომ − ოფიციალური სიმბოლო) − ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული სიმბოლო, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე მიანიშნებს; რ) საბოლოო საქონელი − საქონელი, რომელმაც წარმოების ყველა ეტაპი გაიარა და მზად არის სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად ან ჩართულია სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებულია ბაზარზე; ს) აუდიტი − კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოს სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ტარდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობა და მისი შედეგები შესასრულებელ ამოცანებს, ეფექტიანად შესრულდა თუ არა ეს ამოცანები და რამდენად მიიღწევა დასახული მიზნები მათი შესრულებით; ტ) ოპერატორი − პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება საქონლის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; უ) სურსათი − ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი მოიცავს აგრეთვე ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველს (გარდა იმ ცხოველისა, რომელიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად), მცენარეს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოსა და მის პროდუქტს, ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, კოსმეტიკურ საშუალებას, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნაწარმის რეგისტრაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებები AI-ს მიერ შექმნილ მასალაზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების რეგისტრაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაქონლო ნიშნის დაცვა საქართველოში2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 5განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ
  • 4ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
  • 11გამოქვეყნება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 2ტერმინთა განმარტება

დიზაინის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 3—

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222363²⁵2324541122
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ოქტ. 2023