Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 105

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ: ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით; ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი; გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი; დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს; ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან; ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2.მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.

3.მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.

4.პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.

5.გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.

6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ: ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით; ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი; გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი; დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს; ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან; ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. 2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი. 3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში. 4. პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას. 5. გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი. 6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    105-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოსამართლის მიერ ამ საქმის განხილვაში მონაწილეობის აკრძალვა ახლა უკავშირდება მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანციის ან ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვას; საჩივრებისა და 140-ე, 292-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება ამოღებულია.

  2. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-3 პუნქტში „ახლად აღმოჩენილ“-ს დაემატა „გარემოებათა“, რის გამოც ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები ტექსტში ცალ-ცალკეა დასახელებული.

  3. 28 ივნ. 2001

    105-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი: მოსამართლის ადრინდელი მონაწილეობა ამავე საქმის საკასაციო განხილვაში არ გამორიცხავს მის მონაწილეობას საქმის განხილვაში უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში.

  4. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    105-ე მუხლის მე-3 ნაწილში 65-ე მუხლის მითითება შეიცვალა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მე-7 მუხლისა და კოდექსის მითითებით.

  5. 1 ივნ. 1999

    105-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოსამართლის მონაწილეობის აკრძალვა აღარ არის დაკავშირებული მისი მონაწილეობით გამოტანილი აქტის გაუქმებასთან.

  6. 14 მაი. 1999

    მე-3 ნაწილში ზედამხედველობის წესით განხილვა შეიცვალა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებით; მე-5 ნაწილში გამომძიებლის მონაწილეობის აკრძალვა დამოკიდებულია სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილებაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 104შემდეგი მუხლი 106

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 6 ცვლილება · ბოლო 15 მაი. 2006
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

დანაშაულის პრევენც… 40მუხლი 461მუხლი 463დნმ-ის მონაცემთა ბ… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 59სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები #
  • 60სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
  • 61¹სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 31მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები
  • 95პირები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში
  • 29საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 50პროცესში საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72¹მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა
  • 40მოსამართლის ხელშეუხებლობა

პროკურატურის შესახებ

  • 45ინტერესთა და თანამდებობრივი შეუთავსებლობა
  • 38სხვა თანამდებობაზე გადაყვანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4031952963461463596061¹72¹5045387105
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…დნმ-ის მონაცემთა ბაზის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…