Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებმუხლი 1

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. მოწმობის მასალა, სტრუქტურა, ფორმატი და მასზე სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა (შემდგომ – მოწმობა) დამზადებული უნდა იყოს 100% პოლიკარბონატისგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით. დასაშვებია შეზღუდული რაოდენობით გამოყენებულ იქნეს სხვა მასალები (მაგალითად, მეტალის ანტენა), იმავდროულად დელამინაციის რისკების აღმოფხვრით – პოლიკარბონატის შრეებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ურთიერთკავშირი ლამინირების დროს შეერთების/შედნობისთვის.

2.დამზადების პროცესში პოლიკარბონატის ფენების შეერთება (ლამინირება) ხორციელდება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით (დაუშვებელია სხვა, დამატებითი ასაკინძი/შემაერთებელი ელემენტის გამოყენება).

3.სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი პერსონალიზაციის დღიდან), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენებისადმი.

4.მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics (საიდენტიფიკაციო ბარათები – ფიზიკური მახასიათებლები). ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება ნომინალური ზომები ID-1 ზომის ბარათისთვის: სიგანე: 85,60 მმ (85,47 მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76 მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.

5.მოწმობის (eMRTD) ნიშანი და შესაბამისი მანქანაკითხვადი ველი (MRZ) მოწმობაზე დაიტანება ICAO 9303 სტანდარტის შესაბამისად.

6.მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.

7.მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 31 ოქტ. 2025 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 6მოწმობის
  • 3მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია
  • 4მიკროსქემა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 11
  • 16
  • 14

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 802სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 19სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა და ქმედუნარიანობის დადგენა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 16 (დანართი 1)ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის წესი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 10მოთხოვნები მკაცრი აღრიცხვის ფორმების პოლიგრაფიული შესრულებისადმი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 56დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011161480244195616 (დ…6341
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქის …საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოში ბინადრობი…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 ოქტ. 2025 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026