საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 20³

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამოღებულია – 24.06.2011, №4937).

2.პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი). 2​ 1 . ბიომეტრიული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) პასპორტის მფლობელის: ა.ა) სახელს; ა.ბ) გვარს; ა.გ) მოქალაქეობას; ა.დ) დაბადების თარიღს; ა.ე) პირად ნომერს; ა.ვ) ფოტოსურათს; ა.ზ) სქესს; ა.თ) დაბადების ადგილს; ა.ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; ბ) პასპორტის გაცემის თარიღს; გ) პასპორტის მოქმედების ვადას; დ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას; ე) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას; ვ) პასპორტის გამცემი ქვეყნის კოდს; ზ) პასპორტის ნომერს; თ) პასპორტზე წვდომის კოდს (CAN – Card Access Number).

3.ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი ( ჩიპი ), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას , თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს . ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

4.მონაცემთა მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები , რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა , ავთენტიკურობა და კონფიდენციალობა ბრძანებით .

5.ამ მუხლის 2 1 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებითი რეკვიზიტები შეიძლება დადგინდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6.თითის ანაბეჭდების შემცველობის გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია.

7.პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) პასპორტის მფლობელის სახელი; ბ) პასპორტის მფლობელის გვარი; გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობა; დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღი; ე) პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი; ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათი; ზ) პასპორტის მფლობელის სქესი; თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილი; ი) პასპორტის გაცემის თარიღი; კ) პასპორტის მოქმედების ვადა; ლ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა; ნ) ბეჭედი; ო) ქვეყნის კოდი; პ) პასპორტის ნომერი; ჟ) პასპორტის ტიპი. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2213-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.315 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 8 აგვ. 2014 – 1 იან. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ნოე. 2025
  2. · გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
  3. 20³ მუხლში პასპორტის რეკვიზიტები მე-1 პუნქტიდან გადავიდა მე-7 პუნქტში, ბიომეტრიული პასპორტი სავალდებულო გახდა („გაიცემა“), ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს გამონაკლისებს.

  4. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2009

    20³ მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი ბიომეტრიული პასპორტის სავალდებულო რეკვიზიტების ჩამონათვალით და მე-5 პუნქტი, რომელიც დამატებითი რეკვიზიტების დადგენას მინისტრის ბრძანებას ანიჭებს.

  5. 20³ მუხლს დაემატა ბიომეტრიული პასპორტის რეგულირება: გაცემის შესაძლებლობა, ჩიპის შიგთავსი, ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა მინისტრის ბრძანებით და ჩიპის მოთხოვნები.

  6. · გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    პირველ პუნქტში „ლ“ ქვეპუნქტით ხელმომწერი პირი დაკონკრეტდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, წარმომადგენლობის ან საკონსულოს უფლებამოსილ პირად, ხოლო „რ“ ქვეპუნქტი არასრულწლოვანთა შესახებ ცნობების თაობაზე ამოღებულია.

  7. პირველი პუნქტის ჩამონათვალს დაემატა ქვეყნის კოდი („ო“), პასპორტის ნომერი („პ“) და პასპორტის ტიპი („ჟ“); არასრულწლოვნების შესახებ ცნობები ახლა „რ“ ქვეპუნქტშია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
920⁴20²20¹164525918279620³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქის …საქართველოს მოქალაქეებ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სისხლის სა…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა