1.დოკუმენტის ნომერი დატანილია მოწმობის ბლანკის წინა მხარეს.
2.მოწმობის ინდივიდუალური ნომერი შეიცავს 9 სიმბოლოს და გრავირებულია (ამოტვიფრულია) „OCR-B“ 2 მმ ზომის შრიფტით.
3.პირადობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00AA00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა – PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა – 666XX, X666X, XX666.
4.დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TR00001/00RT00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ ორ კომბინაციას – TR და – RT, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
5.მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00PR00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - PR, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666.
6.დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00TI00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების მხოლოდ კომბინაციას - TI, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა − 666XX, X666X, XX666. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ.

