Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 121

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 121. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.

3.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები.

4.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.

5.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და მათი განხილვის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს.

6.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

7.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. შეხვედრების გამართვის გრაფიკში განხორციელებული ცვლილებები დამატებით ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი შეხვედრის გამართვამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

8.მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება პარლამენტის ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.

9.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეები მოსაზრებებს წარადგენენ ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმსა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.

10.შეხვედრების ოქმები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე თითოეული შეხვედრის გამართვიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი – საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე. 2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი. 3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები. 4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია. 5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და მათი განხილვის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს. 6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. შეხვედრების გამართვის გრაფიკში განხორციელებული ცვლილებები დამატებით ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი შეხვედრის გამართვამდე  არაუგვიანეს 2 დღისა. 8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება პარლამენტის ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს. 9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეები მოსაზრებებს წარადგენენ ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმსა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს. 10. შეხვედრების ოქმები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე თითოეული შეხვედრის გამართვიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი – საყოველთაო-სახალხო განხილვის  დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 120შემდეგი მუხლი 122

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 122საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
  • 119პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 87აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვა
  • 90უმაღლესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 109აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
  • 112უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31⁴
  • 21

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
77454231⁴21879010911212211932121
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026