Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 86

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 86. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026
თემები:დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის  წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.

2.საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

3.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.

4.საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.

5.საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.

6.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხელმოწერების ფურცლების შევსებით.

7.ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისათვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს,  ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

8.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.

9.შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.

10.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე.

11.ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს; დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საარჩევნო უფლება.

12.თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ინიციატივით აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის  წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

13.საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 აპრ. 2023
  2. 7 ოქტ. 2021
  3. 6 მაი. 2020
წინა მუხლი 85შემდეგი მუხლი 87

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სათემო ორგანიზაციის რეგისტრაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2023-04-19
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 89საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
  • 70საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 108ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
  • 111ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
  • 84საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 120ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
  • 123ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
  • 94საკანონმდებლო ინიციატივა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 9კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

რეფერენდუმის შესახებ

  • 10რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 182რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
108970721081118491201239418286
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …რეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026