Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 21

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 21

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹89101112

1.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“, „თ“–„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

2.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

3.(ამოღებულია - 03.06.2016, №5161).

4.საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 31 2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას.

5.საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.

6.თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

7.თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლში აღნიშნული პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.

7¹.თუ ამ კანონის 41 2 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა.

8.საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.

9.საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება.

10.საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლის ჩამოცილება არ აბრკოლებს საქმის შემდგომ განხილვას, თუ დარჩენილ მოსამართლეთა რაოდენობა ქმნის მოსამართლეთა კვორუმს.

11.სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით. თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების დროს სათათბირო ოთახში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში.

12.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს არა აქვს უფლება, საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე სასამართლოს გარეშე გამოთქვას მოსაზრებები ან გაუწიოს ვინმეს კონსულტაცია განსახილველი კანონების ან სხვა აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №3069 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.170 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანულიკანონი №4628 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1017 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2022
  2. 10 აგვ. 2018
  3. 12 იან. 2017
  4. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  5. 23 სექ. 2013
  6. 25 მაი. 2011
  7. 6 ივლ. 2010
  8. 17 მაი. 2010
  9. 16 დეკ. 2004
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 21¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-16 · №38

2
ციტირებულია მუხლი
9
ცვლილება
ბოლო 2022-12-28
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 31²მუხლი 41²მუხლი 48

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 31²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 44—
  • 27⁴—
  • 21²—

რეფერენდუმის შესახებ

  • 28¹რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის განხილვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 122საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
  • 121საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
  • 115საკანონმდებლო აქტების მიღება და კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 18უზენაესი სასამართლოს პლენუმი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁷კომისიის წევრის აცილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
774531²1941²48254427⁴21²28¹1812212111521
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025