Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 88

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 88. პოლიტიკური დებატები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით, წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე, თვეში ერთხელ ინიშნება პოლიტიკური დებატები.

2.თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი. 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს.

3.პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. უფრაქციო პარლამენტის წევრების გამოსვლის შემდეგ ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომსვლელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი. ამასთანავე, გამომსვლელთა გადანაწილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ საბოლოო გამომსვლელი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის წარმომადგენელი უნდა იყოს. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას.

4.პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამომსვლელთა თანამიმდევრობა ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვროს.

5.პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

6.პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს 15-წუთიანი გამოსვლის უფლებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით, წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე, თვეში ერთხელ ინიშნება პოლიტიკური დებატები. 2. თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი. 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. 3. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. უფრაქციო პარლამენტის წევრების გამოსვლის შემდეგ ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომსვლელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი. ამასთანავე, გამომსვლელთა გადანაწილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ საბოლოო გამომსვლელი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის წარმომადგენელი უნდა იყოს. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. 4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამომსვლელთა თანამიმდევრობა ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვროს. 5. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. 6. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს 15-წუთიანი გამოსვლის უფლებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 87შემდეგი მუხლი 89

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 122მუხლი 152

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 89პოლიტიკური განცხადებები
  • 56საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია
  • 152თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 64პოლიტიკური დებატები
  • 65პოლიტიკური განცხადებები
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 79პოლიტიკური დებატები
  • 53ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
  • 129თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 7

საქართველოს კონსტიტუცია

  • 37პარლამენტის არჩევნები
  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3741646511179531297152122895688
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საპარლამენტო ფრაქციის …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026