საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 151. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტის წინაშე წარდგება შესაბამისი ანგარიშით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. ანგარიშის განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტის წინაშე წარდგება შესაბამისი ანგარიშით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. ანგარიშის განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7585566391104489127150175178151
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს რესპუბლიკი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა