Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 155

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 155. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში იქმნება ნდობის ჯგუფი.

2.ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წევრი.

3.ფრაქციები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ პარლამენტს. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ ნდობის ჯგუფის წევრად ორზე მეტი პირის დასახელების შემთხვევაში პარლამენტს პლენარულ სხდომაზე წარედგინება იმ 2 ფრაქციის წევრი, რომლებშიც საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში პარლამენტს პლენარულ სხდომაზე წარედგინება იმ ფრაქციის წევრი, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

4.ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად, პარლამენტისთვის წარდგენამდე შემოწმებას გადის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5.თუ პირი ნდობის ჯგუფის წევრად ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი, ეს ინფორმაცია აისახება პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში და წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის მომენტიდან შესაბამისი პირი იძენს ნდობის ჯგუფის წევრის უფლებამოსილებას.

6.ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე.

7.ფრაქციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეცვალოს მის მიერ წარდგენილი ნდობის ჯგუფის წევრი. ფრაქცია ამის შესახებ წერილობით მიმართავს პარლამენტს. თუ ეს მიმართვა შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, სათანადო ინფორმაცია აისახება პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში და წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის მომენტიდან ნდობის ჯგუფის შესაბამის წევრს უწყდება ნდობის ჯგუფის წევრის უფლებამოსილება, ხოლო მისი შეცვლის შემთხვევაში იმავდროულად უფლებამოსილებას იძენს ნდობის ჯგუფის ახალი წევრი. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 154შემდეგი მუხლი 156

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 157პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
  • 156ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი
  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 2ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია პარლამენტის მიერ.
  • 4ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 24საპარლამენტო კონტროლი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

  • 8საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 49ფრაქციის შექმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

თავდაცვის კოდექსი

  • 163ეროვნული თავდაცვის საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
412224492024816315715632155
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …საჯარო სამართლის იურიდ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026