1.პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) კანონპროექტი რეგისტრაციისთვის გადაეცემა პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს;
ბ) პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი კანონპროექტთან დაკავშირებით ამზადებენ ამ რეგლამენტის 97-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნებს. ამის შემდეგ პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტს საკუთარ დასკვნასა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნასთან ერთად გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე;
გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტსა და იმ კომიტეტებს, რომელთა დასკვნებიც სავალდებულოა (შემდგომ − სავალდებულო კომიტეტი), და კანონპროექტს გადასცემს მათ, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს;
დ) წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისთვის და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის მოსამზადებლად;
ვ) კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი მას განიხილავს ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის მოსამზადებლად. წამყვანი კომიტეტი განიხილავს აგრეთვე კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიულ წინადადებებს;
ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
თ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისთვის მოსამზადებლად;
ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში, განიხილავს კანონპროექტს და მას გადასცემს პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
კ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;
ლ) მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
2.პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისთვის მოსამზადებლად უძღვება შესაბამისი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისთვის.
3.კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, გაითხოვოს მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის მესამე მოსმენით მიღებამდე. ამ უფლებით სარგებლობისთვის აღნიშნული კანონპროექტის ყველა მოქმედი ინიციატორი, ხოლო თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით ამომრჩეველთა მიერ არის წარდგენილი − შესაბამისი საინიციატივო ჯგუფი წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს.
4.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683);
5.ფრაქციის გაუქმების შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს წამყვანი კომიტეტი დანიშნავს. წამყვანი კომიტეტი ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომლის ყველა ინიციატორს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებული არ არის, გათხოვილად მიიჩნევა წამყვანი კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან.
6.კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
7.კომიტეტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) კანონპროექტი რეგისტრაციისთვის გადაეცემა პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს;
ბ) პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი კანონპროექტთან დაკავშირებით ამზადებენ ამ რეგლამენტის 97-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნებს. ამის შემდეგ პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტს საკუთარ დასკვნასა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნასთან ერთად გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე;
გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტსა და იმ კომიტეტებს, რომელთა დასკვნებიც სავალდებულოა (შემდგომ − სავალდებულო კომიტეტი), და კანონპროექტს გადასცემს მათ, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს;
დ) წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისთვის და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის მოსამზადებლად;
ვ) კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი მას განიხილავს ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის მოსამზადებლად. წამყვანი კომიტეტი განიხილავს აგრეთვე კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიულ წინადადებებს;
ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
თ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისთვის მოსამზადებლად;
ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში, განიხილავს კანონპროექტს და მას გადასცემს პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
კ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;
ლ) მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
2. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისთვის მოსამზადებლად უძღვება შესაბამისი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისთვის.
3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, გაითხოვოს მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის მესამე მოსმენით მიღებამდე. ამ უფლებით სარგებლობისთვის აღნიშნული კანონპროექტის ყველა მოქმედი ინიციატორი, ხოლო თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით ამომრჩეველთა მიერ არის წარდგენილი − შესაბამისი საინიციატივო ჯგუფი წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს.
4.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683);
5. ფრაქციის გაუქმების შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს წამყვანი კომიტეტი დანიშნავს. წამყვანი კომიტეტი ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომლის ყველა ინიციატორს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებული არ არის, გათხოვილად მიიჩნევა წამყვანი კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან.
6. კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
7. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 25 ივნ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.