Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 227

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 227. პეტიცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის მიმართვა, რომელიც ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.

2.პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას.

3.პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი: ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ანდა ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს; ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს; გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა.

4.პეტიციის განაცხადის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერი. პეტიციის განაცხადზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პირი პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად უთითებს ტელეფონის ნომერს. თუ პეტიციის განაცხადი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისთვის საჭირო, ამ პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე წარმდგენი პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორად არის მითითებული. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 300 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.

5.წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით.

6.წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 300 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.

7.პარლამენტის ბიურო პეტიციას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პეტიციის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ იგი ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. თუ დადგინდა, რომ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო პეტიციის ავტორს პეტიციის განხილვაზე უარს ეუბნება.

8.პარლამენტის ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს.

9.შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას; ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის; გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

11.ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ვადა შეიძლება კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

12.სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორსა და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, პარლამენტი იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

13.პეტიციის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას.

14.პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს. თავი XXIX. პასუხისმგებლობა ამ რეგლამენტის დარღვევისთვის და საპარლამენტო ეთიკა

წინა მუხლი 226შემდეგი მუხლი 228

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 148პარლამენტის წევრის კითხვა
  • 54ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
  • 23პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წეს ი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 140¹პეტიცია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 86პეტიცია

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 35¹პარლამენტის წევრის მიერ კითხვით მიმართვის უფლება
  • 14უფლებამოსილება საპარლამენტო კონტროლის სფეროში

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

საქართველოს კონსტიტუცია

  • 43პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია

პენიტენციური კოდექსი

  • 100მოთხოვნა და მისი შეტანის წესი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 128პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 40—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4335¹144086140¹51001485423128227
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…საპარლამენტო ფრაქციის …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026