საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 226. ოლქის დელეგატის ბიურო

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის წევრის მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 129-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ოლქის დელეგატის ბიურო.

2.ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

3.ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ოლქის დელეგატი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.

4.თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს თავის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1257 – ვებგვერდი, 26.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის წევრის მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 129-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ოლქის დელეგატის  ბიურო. ბიურო. 2. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 3. ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ოლქის დელეგატი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. 4. თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს თავის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1257 – ვებგვერდი, 26.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4112916121292721729129213324281336226
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა