Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 56

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 56. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერებით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა დაუშვებელია.

2.საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის საპარლამენტო თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საპარლამენტო თანამდებობასთან შეთავსება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებიც აქვს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს.

3.ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით განახლებულ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის ბიურო საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

4.საპარლამენტო უმრავლესობაში სხვა ფრაქციის გაერთიანების ან ახალი წევრის გაწევრების ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციაში ახალი წევრის გაწევრების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

5.პარლამენტის წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარდგინებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე.

6.საპარლამენტო უმრავლესობის ან საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი პარლამენტის წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას, თუ იგი აღარ შედის, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო ოპოზიციაში. თავი VIII. პარლამენტის სათათბირო ორგანოები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერებით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა დაუშვებელია. 2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის საპარლამენტო თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საპარლამენტო თანამდებობასთან შეთავსება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებიც აქვს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. 3. ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით განახლებულ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის ბიურო საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. 4. საპარლამენტო უმრავლესობაში სხვა ფრაქციის გაერთიანების ან ახალი წევრის გაწევრების ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციაში ახალი წევრის გაწევრების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. 5. პარლამენტის წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარდგინებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე. 6. საპარლამენტო უმრავლესობის ან საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი პარლამენტის წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას, თუ იგი აღარ შედის, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო ოპოზიციაში. თავი VIII. პარლამენტის სათათბირო ორგანოები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 57

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 178

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 53პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
  • 88პოლიტიკური დებატები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 39საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 7
  • 4ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.
  • 2ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია პარლამენტის მიერ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 49ფრაქციის შექმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 129პარტიული სიების წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
413938224974217832538812956
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026