Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 98

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 98. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები.

2.პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება; გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს; დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია; ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას.

3.პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებზე: ა) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; გ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები. 2. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება; გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს; დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია; ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას. 3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებზე: ა) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; გ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. მუხლი 99. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი [მუხლი 99. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, დადგენილებების პროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 1. წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. 2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მისი ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე თანხმობას განაცხადებს და მას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას წამყვანი კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. 3. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. 4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. 5. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის იმ დადგენილებების პროექტებზე, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. [ 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის დადგენილებების იმ პროექტებზე, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზედაც, რომლებიც პარლამენტს რატიფიცირებისთვის, შეერთებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარედგინა. წამყვანი კომიტეტი იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  4. 26 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 97შემდეგი მუხლი 99

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 97კანონპროექტის განსახილველად მიღება და საკომიტეტო მოსმენისთვის მომზადება
  • 41კომიტეტის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 87უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა
  • 86კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 73უმაღლესი საბჭოს აპარატის დასკვნა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 20სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან
  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 41საქართველოს პარლამენტი და სახელმწოფო აუდიტის სამსახური

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 15ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 33სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 18ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15203941731887863396974198
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საბიუჯეტო …ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026