საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 99. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, დადგენილებების პროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

2.წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მისი ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე თანხმობას განაცხადებს და მას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას წამყვანი კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.

3.პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს.

4.პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.

5.ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის დადგენილებების იმ პროექტებზე, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზედაც, რომლებიც პარლამენტს რატიფიცირებისთვის, შეერთებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარედგინა. წამყვანი კომიტეტი იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 2 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  4. 26 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  5. 1 აგვ. 2025 – 26 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
384521¹76717788969110210710999
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა