გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 18. გაკოტრების ტაბულა

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაკოტრების სასამართლომ მოთხოვნების ცხრილის საფუძველზე უნდა შეადგინოს გაკოტრების ტაბულა გაკოტრების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით: ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სამი თვის ხელფასისა და ხელფასის განაკვეთების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს მე-19 მუხლის შესაბამისად; ა 1 ) საქმისწარმოების გახსნამდე გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები. ბ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის ბანკების მოთხოვნები ინვესტირებული ფულადი კრედიტების დასაბრუნებლად და საქონლის მიმწოდებლის მოთხოვნები საწარმოს მიმართ; გ) სოციალური დაზღვევის ორგანოს, საპენსიო და სამედიცინო ფონდების, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნები; დ) (ამოღებულია - 14.02.02 №1286); ე) სხვა მოთხოვნები.

2.ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც სრულად დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნა. თუ გასანაწილებელი გაკოტრების მასა არ არის საკმარისი ერთი რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის, მაშინ ისინი დაკმაყოფილდება მათი მოცულობის პროპორციულად.

3.კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე ყოველი წარმოდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყოველ კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოვალემ განმარტება უნდა მისცეს მოთხოვნების ირგვლივ. სასამართლომ ყოველი მოთხოვნის შემოწმების შემდეგ შემოწმების შედეგი უნდა შეიტანოს გაკოტრების ტაბულაში.

4.სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა შემდავებლის წინააღმდეგ მხოლოდ საჩივრის შეტანით. თუ სადავო მოთხოვნა ეფუძნება სააღსრულებო დოკუმენტს, მაშინ გაკოტრების მმართველმა ან თავად მოდავე კრედიტორმა უნდა აღძრას სარჩელი, რომელსაც განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41 საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82²82⁴33⁴33⁵309²⁵4476117 (დ…18 (დ…1061054518
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…