Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 32

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 32. აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების განაწილება კრედიტორებზე და ლიკვიდაციის დასრულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქტივების რეესტრის მართვატოკენ შეთავაზებებიაქტივების დაბრუნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.აქტივების მმართველი კომპანიის სალიკვიდაციო მასა შედგება აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის აქტივების მმართველი კომპანიის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრება არ არის და განეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც აქტივების მმართველი კომპანია ფლობს, როგორც ნომინალური მფლობელი).

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების რესტიტუციას ლიკვიდატორი ახორციელებს ამ აქტივების  სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ანგარიშზე გადატანით. ამ მიზნით შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს შეარჩევს ლიკვიდატორი.

4.თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტების აქტივების ერთობლივად აღსარიცხად გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა აქტივების სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, აღნიშნული აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად.

5.აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა სხვა მოთხოვნები სალიკვიდაციო მასიდან უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც აქტივების მმართველ კომპანიას წარმოეშვა ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ; ბ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობითა და საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); გ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; დ) სხვა მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ე) აქტივების მმართველი კომპანიის სასესხო ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის სხვა ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ; ზ) დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები.

6.თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

7.ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები (სახსრები), მათი არსებობის შემთხვევაში, განაწილდება აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორებზე/აქციონერებზე მათი კუთვნილი წილის პროპორციულად.

8.ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

9.საზედამხედველო ორგანო აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც იგი სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. თავი V სპეციალიზებული დეპოზიტარი

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების მოძიება 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიკვიდაციის და ჩამოწერის მიზნით აქტივების იდენტიფიკაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 31აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი
  • 30ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
  • 29აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31²საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების მათ კრედიტორებზე განაწილება და ლიკვიდაციის დასრულება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 16სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება
  • 6სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 60გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება და ამოღება

დაზღვევის შესახებ

  • 33³მზღვეველის ლიკვიდაცია

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 49სალიკვიდაციო გეგმა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31²10¹33³828¹31113029604916632
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…საინვესტიციო ფონდების …ფასიან ქაღალდებად გარდ…რეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026