გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 27. განაწილება

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბოლოო ცხრილი უნდა განიხილონ კრედიტორთა უკანასკნელ კრებაზე კრედიტორებთან და გაკოტრების მმართველთან ერთად. კრებაზე უნდა შესწორდეს საბოლოო ცხრილი, შევიდეს მასში ცვლილებები ან დამატებები და ამის შემდეგ დაამტკიცოს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით.

2.საბოლოო ცხრილის დამტკიცების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა გაანაწილოს ამონაგები და იმ კრედიტორს, რომლის მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შესრულდა, აცნობოს, რომ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ვალაუვალი მოვალის მიმართ შეიძლება წარედგინოს იძულებითი აღსრულების გზით. კრედიტორებს მიეცემათ სააღსრულებო ფურცლის ასლები გაკოტრების ტაბულიდან. ტაბულის ამონაწერიდან აღსრულებების სანაცვლოდ სასამართლოს შეუძლია ცალკეულ შემთხვევაში თავისი გადაწყვეტილებით უზრუნველყოს ვალაუვალი მოვალის სააღსრულებო დაცვა ამ უკანასკნელის განცხადებით ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ნივთი, რომელიც ვერ გაიყიდა, შეიძლება შეფასებითი ღირებულებით გადაეცეს კრედიტორებს აღიარებული მოთხოვნების ჩათვლის სახით. სხვა შემთხვევაში იგი დაუბრუნდება მოვალეს.

4.განაწილების შემდეგ გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს ამის შესახებ საბოლოო ანგარიში, რომელიც უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7351882¹33⁵429106100105861851627
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ფასიან ქაღალდებად გარდ…დაზღვევის შესახებ