1.გაკოტრების მმართველმა გაკოტრების მასა უნდა გაყიდოს მასისათვის რაც შეიძლება უკეთესი პირობებით, ხოლო ამონაგები გაანაწილოს საბოლოო ცხრილის მიხედვით.
2.გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე, თუ ამ განცხადებას ეთანხმებიან ის კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, შეიძლება შეწყდეს ქონების რეალიზაცია ან გაკოტრების სასამართლოს დადგენილებით გადაიდოს გარკვეული ვადით. ეს ვადა სასამართლოს დადგენილებით შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.
3.რეალიზაციის დამთავრების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს საბოლოო ცხრილი გაკოტრების ტაბულის საფუძველზე.
4.თავისი თანამდებობრივი მოვალეობების დასრულებისას, გაკოტრების მმართველმა კრედიტორთა კრებას უნდა წარუდგინოს საბოლოო ანგარიში. მოცემული ანაგარიში შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, ხოლო თუ დანიშნულია კრედიტორთა კომიტეტი, მის შენიშვნებთან ერთად, უნდა წარედგინოს გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს მონაწილეთათვის გასაცნობად სასამართლო სხდომამდე არა უგვიანეს სამი დღისა. ვალაუვალ მოვალესა და ნებისმიერ კრედიტორს უფლება აქვთ აღძრან შეგებებული სარჩელი საბოლოო ანგარიშის წინააღმდეგ. თუ შეგებებული სარჩელი არ აღიძვრება სხდომაზე, ანგარიში ჩაითვლება მოწონებულად და აღიარებულად.

