1.სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარს ამბობს, თუ: ა) სახეზე არ არის გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) ან გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად; ბ) მოვალის ქონება იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაიფაროს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხარჯები; გ) გაკოტრების განცხადების შეტანის შემდეგ აღმოიფხვრა გაკოტრების საფუძველი.
2.სასამართლოს განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს მოვალესა და განმცხადებელ კრედიტორს.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული განჩინების ძალაში შესვლისთანავე მოვალე, თუ იგი იურიდიული პირია, გაუქმდება. ლიკვიდაცია წარმოებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

