გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 10. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოვალეს შეუძლია მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, შეიმუშაოს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმა და შეათანხმოს იგი კრედიტორებთან. რეაბილიტაციის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას.

2.თუ მოვალე თავის განცხადებაში დამაჯერებლად ამტკიცებს საწარმოს რეაბილიტაციის შესაძლებლობას, სასამართლო იღებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ. განჩინების მიღებამდე სასამართლოს შეუძლია მოუსმინოს მოვალის საწარმოთი დაინტერესებულ სხვა პირებს ან სახელმწიფო ორგანოებს, რათა დაადგინოს მოვალის საწარმოს რეაბილიტაციის მიზანშეწონილობა.

3.გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების პერიოდი არ უნდა იყოს ექვს კვირაზე ნაკლები და სამ თვეზე მეტი.

4.თუ მოვალე განსაზღვრულ ვადაში წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და იმ კრედიტორთა თანხმობას, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, სასამართლო ამ დოკუმენტების წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში იღებს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. რეაბილიტაცია განხორციელდება ამ კანონის III 1 თავით დადგენილი წესით.

5.თუ მოვალე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და კრედიტორთა თანხმობას, მაშინ სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
467207207¹26²91⁸33⁴281189610610710
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …