1.გაკოტრების განცხადების განხილვის შემდეგ გაკოტრების საქმის განმხილველ მოსამართლეს (გაკოტრების მოსამართლეს) შეუძლია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება: ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ; ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმის შესახებ; გ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ.
2.სასამართლოს დადგენილება მიიღება განჩინების ფორმით. დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშეც. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

