Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 32

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 32. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:134567

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა და დაჩქარებული წესით განიხილება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლებს; ბ) თავშესაფრის მაძიებელი არის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან; გ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტრო შეცდომაში შეიყვანა თავისი ვინაობის ან/და მოქალაქეობის შესახებ რელევანტური ინფორმაციის ან დოკუმენტების დამალვით, აგრეთვე მცდარი ინფორმაციის ან ყალბი დოკუმენტების წარდგენით, რასაც შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე; დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს მიაწოდა წარმოშობის ქვეყნის შესახებ აშკარად შეუსაბამო და წინააღმდეგობრივი, აშკარად მცდარი ან საეჭვო ცნობები, რომლებიც მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას არადამაჯერებელს ხდის; ე) სავარაუდოა, რომ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საკუთარი საიდენტიფიკაციო ან სამგზავრო დოკუმენტი, რომლითაც მისი ვინაობის ან/და მოქალაქეობის დადგენა შეიძლებოდა, არაკეთილსინდისიერად გაანადგურა ან თავიდან მოიცილა; ვ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე ან ფოტოსურათის გადაღებაზე უარს აცხადებს; ზ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა ან საქართველოში ყოფნა უკანონოდ გაიხანგრძლივა და, საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოსვლის გარემოებების გათვალისწინებით, არასაპატიო მიზეზით, დაუყოვნებლივ არ გამოცხადებულა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებაში და არ მოუთხოვია საერთაშორისო დაცვა; თ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა არასაპატიო მიზეზით მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა ეფუძნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებების მნიშვნელოვნად შეცვლას; [ ი) განმცხადებელმა მის მიერ დასახელებულ წარმოშობის ქვეყანაში მის მიერვე მითითებული გარემოებების წარმოშობის შემდეგ იმოგზაურა საქართველოში და საერთაშორისო დაცვა პირველი შესაძლებლობისთანავე არ მოუთხოვია. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. დაჩქარებული წესით განიხილება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებად იქნა ცნობილი.

3.უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ცნება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება საფუძვლიანი ვარაუდისთვის, რომ ეს ქვეყანა, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის.

4.ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამავე კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.

5.თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისთვის ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის იმავე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადებში.

6.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა და დაჩქარებული წესით განიხილება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლებს; ბ) თავშესაფრის მაძიებელი არის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან; გ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტრო შეცდომაში შეიყვანა თავისი ვინაობის ან/და მოქალაქეობის შესახებ რელევანტური ინფორმაციის ან დოკუმენტების დამალვით, აგრეთვე მცდარი ინფორმაციის ან ყალბი დოკუმენტების წარდგენით, რასაც შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე; დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს მიაწოდა წარმოშობის ქვეყნის შესახებ აშკარად შეუსაბამო და წინააღმდეგობრივი, აშკარად მცდარი ან საეჭვო ცნობები, რომლებიც მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას არადამაჯერებელს ხდის; ე) სავარაუდოა, რომ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საკუთარი საიდენტიფიკაციო ან სამგზავრო დოკუმენტი, რომლითაც მისი ვინაობის ან/და მოქალაქეობის დადგენა შეიძლებოდა, არაკეთილსინდისიერად გაანადგურა ან თავიდან მოიცილა; ვ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე ან ფოტოსურათის გადაღებაზე უარს აცხადებს; ზ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა ან საქართველოში ყოფნა უკანონოდ გაიხანგრძლივა და, საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოსვლის გარემოებების გათვალისწინებით, არასაპატიო მიზეზით, დაუყოვნებლივ არ გამოცხადებულა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებაში და არ მოუთხოვია საერთაშორისო დაცვა; თ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა არასაპატიო მიზეზით მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა ეფუძნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებების მნიშვნელოვნად შეცვლას.შეცვლას; [ ი) განმცხადებელმა მის მიერ დასახელებულ წარმოშობის ქვეყანაში მის მიერვე მითითებული გარემოებების წარმოშობის შემდეგ იმოგზაურა საქართველოში და საერთაშორისო დაცვა პირველი შესაძლებლობისთანავე არ მოუთხოვია. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. დაჩქარებული წესით განიხილება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებად იქნა ცნობილი. 3. უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ცნება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება საფუძვლიანი ვარაუდისთვის, რომ ეს ქვეყანა, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის. 4. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამავე კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისთვის ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის იმავე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადებში. 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
1
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 37მუხლი 42მუხლი 52მუხლი 66მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 31საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი
  • 42საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და შეფასება
  • 33საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 26ძირითადი პროცედურული სტანდარტები
  • 30საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
  • 45განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁵საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁶21¹¹⁴52¹66¹26304542331937526683132
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026