ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 10 (დანართი 1). ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი ენიჭება „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას , რომელიც აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს : ა ) მის მიერ ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის წარდგენის მომენტისთვის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მოცულობა იმავე ფინანსურ წელს მიღებული შემოსავლების მოცულობის , სულ მცირე , 5%- ია , არანაკლებ 100 000 ლარია და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ - ერთს მაინც : ა . ა ) აქვს პატენტი ან / და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა და კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მიმართულია ამ პატენტის ან / და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის , შემუშავებული პროცესის ან / და მომსახურების განვითარებისკენ ; ა . ბ ) კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად ; ა . გ ) მის მიერ ინოვაციური პროდუქტის , პროცესის ან / და მომსახურების განვითარებისკენ მიმართული კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად ; ბ ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში ; გ ) იგი არის „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
122185848915⁴15¹15⁵3011 (დ…12 (დ…15 (დ…10 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…საქართველოს საგადასახა…საჯარო შესყიდვების შეს…მეცნიერების, ტექნოლოგი…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა