Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 30

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 30. ინოვაციური პარტნიორობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სტარტაპის იურიდიული მომსახურებასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაკომერციული ხელშეკრულებებიერთობლივი საწარმოებიDAO-ს ფორმირება და გაშვებასექტორული შერწყმა-შეძენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ინოვაციური პარტნიორობა ორეტაპიანი პროცედურაა.

2.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში მიუთითოს ინოვაციური (მათ შორის, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული) საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების (მათ შორის, კვლევისა და განვითარების) საჭიროება, რომელიც საქართველოს ან საერთაშორისო ბაზარზე არსებული საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების შესყიდვით ვერ დაკმაყოფილდება. მან უნდა მიუთითოს აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს ყველა წინადადების მიერ დასაკმაყოფილებელ მინიმალურ მოთხოვნებს. ეს ინფორმაცია მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რათა ეკონომიკურმა ოპერატორებმა საჯარო შესყიდვის ბუნება, შინაარსი და ფარგლები განსაზღვრონ და, შესაბამისად, გადაწყვიტონ, წარადგინონ თუ არა განაცხადი საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად. ინოვაციური პარტნიორობის განხორციელების შემთხვევაში ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება სავალდებულოა.

3.განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ეკონომიკურ ოპერატორს.

4.შემსყიდველი ორგანიზაცია წარდგენილი განაცხადების მიხედვით ადგენს, აქვთ თუ არა ეკონომიკურ ოპერატორებს სათანადო კვალიფიკაცია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, და შერჩეულ კანდიდატებს იწვევს ინოვაციურ პარტნიორობაში მონაწილეობის მისაღებად. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.

5.შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება ინოვაციური პარტნიორობა დაიწყოს ერთ პარტნიორთან ან რამდენიმე პარტნიორთან, რომლებიც კვლევისა და განვითარების საქმიანობებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია პარტნიორთან/პარტნიორებთან დებს ინოვაციური პარტნიორობის შესახებ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს.

6.ინოვაციური პარტნიორობის მიზანია ინოვაციური საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების შემუშავება/განვითარება და ასეთი საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების შესყიდვა იმ პირობით, რომ იგი აკმაყოფილებს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მონაწილეებს შორის შეთანხმებულ ხარისხისა და მაქსიმალური ღირებულების კრიტერიუმებს.

7.ინოვაციური პარტნიორობა უნდა დაიგეგმოს თანამიმდევრული ფაზებით, რომლებიც მოსდევს კვლევის პროცესს და შეიძლება მოიცავდეს საქონლის წარმოებას, სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების გაწევას. ინოვაციური პარტნიორობის განხორციელების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს პარტნიორების მიერ მისაღწევი შუალედური მიზნები და ამ მიზნების საფუძველზე უნდა გამოიყოს შესაბამისი ნაწილის ანაზღაურება. ყოველი ფაზის დასრულების შემდეგ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება შეწყვიტოს ინოვაციური პარტნიორობა, ხოლო თუ ინოვაციური პარტნიორობა რამდენიმე პარტნიორთან მიმდინარეობს − შეამციროს პარტნიორთა რაოდენობა ინოვაციური პარტნიორობის შესახებ ინდივიდუალური ხელშეკრულების/ხელშეკრულებების შეწყვეტით, თუ ასეთი შესაძლებლობა და მისი გამოყენების წესი შესყიდვის პირობებით წინასწარ არის გათვალისწინებული.

8.თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაცია მოლაპარაკებას აწარმოებს მხოლოდ პირველად და მოდიფიცირებულ წინადადებებთან დაკავშირებით, მათი შემდგომი დახვეწის მიზნით, გარდა საბოლოო წინადადებებისა. მინიმალური მოთხოვნები და საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები არ შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი.

9.მოლაპარაკების წარმოებისას შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტის მიმართ თანაბარ მოპყრობას უზრუნველყოფს. მან პრეტენდენტებს ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არ უნდა მიაწოდოს, რათა ზოგიერთ მათგანს სხვებთან შედარებით უპირატესობა არ მიენიჭოს. შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტს, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული პრეტენდენტებისა, წერილობით აცნობებს შესყიდვის პირობებში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას. დაუშვებელია მინიმალური მოთხოვნების ცვლილება. შესყიდვის პირობებში ცვლილების შეტანის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტებს აძლევს გონივრულ ვადას წინადადებების მოდიფიცირებისა და ხელახლა წარდგენისთვის.

10.მოლაპარაკება შესაძლებელია მოიცავდეს რამდენიმე თანამიმდევრულ ეტაპს, რომელთა მიზანია შესყიდვის პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების გამოყენებით იმ წინადადებების რაოდენობის შემცირება, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა წარიმართოს მოლაპარაკება. წინადადებების რაოდენობის ეტაპობრივად შემცირება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით წინასწარ არის გათვალისწინებული.

11.შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატების შერჩევისას იმ კრიტერიუმებს იყენებს, რომლებიც ეხება კანდიდატთა შესაძლებლობებს კვლევისა და განვითარების სფეროში, ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში. მხოლოდ იმ ეკონომიკურმა ოპერატორებმა, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეფასების შედეგად მოიწვევს, შეიძლება წარადგინონ კვლევისა და ინოვაციის პროექტი, რომლის მიზანია, დააკმაყოფილოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საჭიროებები, რომლებიც არსებული გადაწყვეტის გზებით ვერ დაკმაყოფილდება.

12.შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობებით უნდა განსაზღვროს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. თუ ინოვაციური პარტნიორობა რამდენიმე პარტნიორთან მიმდინარეობს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია პარტნიორის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზა ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე არ გაანდოს სხვა პარტნიორს. ასეთი თანხმობა ზოგადი არ უნდა იყოს და კონკრეტულ ინფორმაციაზე მითითებას უნდა შეიცავდეს.

13.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ინოვაციური პარტნიორობის სტრუქტურამ, კერძოდ, მისი ფაზების ხანგრძლივობამ და ღირებულებამ გავლენა მოახდინოს შეთავაზებული გადაწყვეტის გზის ინოვაციურობის ხარისხზე, აგრეთვე ინოვაციური გადაწყვეტის გზის კვლევისა და სხვა საქმიანობის შედეგზე, რომელიც ბაზარზე ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ინოვაციური შედეგის მისაღებად/განსავითარებლად საჭირო ინვესტიციის პროპორციული უნდა იყოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პარტნიორობის ხელშეკრულებები30 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SAFE ხელშეკრულების მომზადება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლოკალური პარტნიორობების დამყარება (ბანკები, მედია, ინფლუენსერები)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატენტის სტრატეგია სტარტაპებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 60

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 29კონკურენტული დიალოგი
  • 28შეზღუდული პროცედურა
  • 60კანდიდატთა რაოდენობის შემცირება

ინოვაციების შესახებ

  • 15¹ინოვაციური სტარტაპი
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 15⁴ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)განაცხადი ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე
  • 2 (დანართი 1)ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
  • 11 (დანართი 1)განაცხადი ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 15საინიციატივო შეთავაზება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 20ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132015¹215⁴1560929283 (და…2 (და…11 (დ…30
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…ინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…საჯარო და კერძო თანამშ…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026