1.ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენის მომენტისთვის, აგრეთვე შემდეგ, ამ კანონის 15 8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დადასტურების მომენტისთვის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მოცულობა იმავე ფინანსურ წელს მიღებული შემოსავლების მოცულობის სულ მცირე 5%-ია, არანაკლებ 100 000 ლარია და იგი აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც: ა.ა) მას აქვს პატენტი ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა და კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მიმართულია ამ პატენტის ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის, შემუშავებული პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ; ა.ბ) მას კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად; ა.გ) მის მიერ ინოვაციური პროდუქტის, პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ მიმართული, კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად; ბ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში; გ) იგი არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო.
2.სუბიექტს ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება უვადოდ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
