ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 12 (დანართი 1). ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის განხილვის წესი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 4 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე -11 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან .

2.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 4 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე -11 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელ პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას / დოკუმენტაციას . თუ აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის განაცხადის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წარდგენაზე უარის შესახებ .

3.თუ განაცხადი აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 4 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე -11 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს .

4.სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა .

5.საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ .

6.ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ , სუბიექტი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან .

7.სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს სსიპ − შემოსავლების სამსახურს .

8.სააგენტო პირისთვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სუბიექტის რეგისტრაციას ინოვაციების რეესტრში .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
85249 (და…15⁴1115⁸63218811 (დ…14 (დ…4 (და…19 (დ…12 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …საქართველოს საგადასახა…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა