ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 5 (დანართი 1). ინოვაციური სტარტაპის სტატუსის ვადის გაგრძელება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველად მინიჭებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის 2- ჯერ გაგრძელება დასაშვებია , თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან / და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მოპოვების მიზნით ახორციელებს მე -2 მუხლის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ და ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; გ ) სტატუსის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 3- ჯერ გაგრძელება დასაშვებია , თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან / და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მოპოვების მე -3 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან / და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%- ისა საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიიღო ; გ ) სტატუსის მოპოვების მიზნით , ახორციელებს ამ პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ და ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; დ ) სტატუსის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში .

3.ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 4- ჯერ გაგრძელება დასაშვებია , თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან / და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მოპოვების მე -6 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან / და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%- ისა საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიიღო ; გ ) სტატუსის მოპოვების მიზნით , ახორციელებს ამ პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ , ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; დ ) სტატუსის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54612101815²15¹15³302 (და…6 (და…8 (და…5 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებინვესტიციების სახელმწი…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა