ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 6 (დანართი 1). ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დაინტერესებული სუბიექტი , სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით , სტატუსის მოქმედების 1- წლიანი ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე , მიმართავს სააგენტოს განაცხადით , რომელიც მოიცავს : ა ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეორე და მესამე წელს : ა . ა ) ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “, „ დ “ და „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; ა . ბ ) დამატებით მოპოვებული ინვესტიციის შემთხვევაში , საინვესტიციო ხელშეკრულებას ; ბ ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეოთხე წელს : ბ . ა ) ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; ბ . ბ ) ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს და საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . თუ სტატუსის მქონე სუბიექტს აღნიშნული ფინანსური სახსრები მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მისი მშობელ / შვილობილი კომპანიისგან , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრები საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიიღო , მაშინ განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს : ბ . ბ . ა ) მშობელ / შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან / და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს ; ბ . ბ . ბ ) მშობელ / შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან / და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ ფინანსური სახსრების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ; ბ . ბ . გ ) იმ შემთხვევაში , თუ საინვესტიციო ხელშეკრულება დადებულია შვილობილ კომპანიას , შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას , რომელიც ადასტურებს , რომ სტატუსის მაძიებელი სუბიექტი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის მშობელ კომპანიას ; ბ . გ ) „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება - ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის / აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომელიც ადასტურებს , რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები , ასევე ამ პუნქტის „ ბ . ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციიდან გაწეული ხარჯები არსებითად უკავშირდება ამ პუნქტის „ ბ . ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას ; მოგება - ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება და მარწმუნებელი ანგარიში უნდა მოიცავდეს 12- თვიან პერიოდს , რომელიც სრულდება აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე ; ბ . დ ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ; გ ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეხუთე და მეექვსე წელს წარმოადგენს : გ . ა ) ამ პუნქტის „ ბ . ა “, „ ბ . გ “ და „ ბ . დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; გ . ბ ) დამატებით მოპოვებული ინვესტიციის შემთხვევაში , შესაბამის საინვესტიციო ხელშეკრულებას ; დ ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეშვიდე წელს : დ . ა ) ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; დ . ბ ) ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიციის მიღების დამდასტურებელ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს , და საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . თუ სტატუსის მქონე სუბიექტს აღნიშნული ფინანსური სახსრები მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მისი მშობელი / შვილობილი კომპანიისგან , რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრები საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიიღო , მაშინ განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს : დ . ბ . ა ) მშობელ / შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან / და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს ; დ . ბ . ბ ) მშობელ / შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან / და აქსელერატორთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ ფინანსური სახსრების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ; დ . ბ . გ ) იმ შემთხვევაში , თუ საინვესტიციო ხელშეკრულება დადებულია შვილობილ კომპანიას , შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას , რომელიც ადასტურებს , რომ სტატუსის მაძიებელი სუბიექტი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის მშობელ კომპანიას ; დ . გ ) „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება - ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის / აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომელიც ადასტურებს , რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები , ასევე ამ პუნქტის „ დ . ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციიდან გაწეული ხარჯები არსებითად უკავშირდება ამ პუნქტის „ დ . ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას ; მოგება - ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება და მარწმუნებელი ანგარიში უნდა მოიცავდეს 12- თვიან პერიოდს , რომელიც სრულდება აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე ; დ . დ ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ; ე ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მერვე , მეცხრე და მეათე წელს წარმოადგენს : ე . ა ) ამ პუნქტის „ დ . ა “, „ დ . გ “ და „ დ . დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; ე . ბ ) დამატებით მოპოვებული ინვესტიციის შემთხვევაში , შესაბამის საინვესტიციო ხელშეკრულებას .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10121615²15¹15⁸1759587 (და…3 (და…5 (და…2 (და…6 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებინვესტიციების სახელმწი…უცხოელთა და მოქალაქეობ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა