ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 2 (დანართი 1). ინოვაციური სტარტაპის სტატუსი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელ , „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას , რომელიც აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 1 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან / და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მოიპოვა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან ( შემდგომში − სააგენტო ) მოიპოვა არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება . ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან / და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები , რომელმაც , თავის მხრივ , ეს სახსრები საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიიღო ; გ ) სტატუსის მოპოვების მიზნით , ახორციელებს ამ პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ , ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; დ ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12102123¹15¹15²66303 (და…5 (და…10 (დ…2 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…მეცნიერების, ტექნოლოგი…საჯარო შესყიდვების შეს…ინვესტიციების სახელმწი…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა