საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 31. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის (აბონენტებისათვის) ბუნებრივი აირის მოხმარებაზე 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2026 წლის 15 ოქტომბრიდან 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში განისაზღვროს შეღავათი თითოეულ აბონენტზე თვეში 700 მ 3 -ის (მაისსა და ოქტომბერში – 350 მ 3 -ის) ოდენობით. ამასთანავე, აბონენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, აღნიშნული პერიოდების შესაბამის საანგარიშო თვეში გამოუყენებელი შეღავათით ისარგებლონ მომდევნო თვეში, კერძოდ, 2025 წლის 1 დეკემბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2026 წლის 16 მაისს, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2027 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2027 წლის 16 მაისს.

2.ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეღავათით მოსარგებლე აბონენტების სააღრიცხვო ბარათებზე ყოველი თვის დასაწყისში ასახოს შეღავათის შესაბამისი ლიმიტი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათი.

3.ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აანაზღაუროს 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2026 წლის 15 ოქტომბრიდან 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტისა და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათის ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹96¹51⁴2138¹15111¹³…493165¹16331
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…მაღალმთიანი რეგიონების…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა