1.კომისია უფლებამოსილია წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდებისთვის დაადგინოს შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციებით გაანაწილოს ან/და წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარების მიხედვით; ბ) 2038 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარების მიხედვით.
2.წყალმომარაგების სისტემების სრულად მოწესრიგებამდე კომისია უფლებამოსილია გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი სეზონურობის გათვალისწინებით განსხვავებულად განსაზღვროს. საქართველოს 2026 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1903 – ვებგვერდი, 29.10.2026წ.


