1.გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას უნივერსალური მიმწოდებლისგან იღებს ან აკმაყოფილებს კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. [ 1. 2027 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომენტისთვის მოქმედი პირობებით − წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვისგან და ამის შედეგად ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურებისგან გათავისუფლებით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 2. თუ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ მიაღწია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, კომისია უფლებამოსილია დაუშვას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 2027 წლის 1 იანვრამდე შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში: ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს; ბ) წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად მომხმარებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს კომისიის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 ივნისის კანონი №605 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
მუხლი 165¹. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2024 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია
1 იან. 2021 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია
21 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია
27 დეკ. 2019 – 21 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
ახალი 165¹ მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელის ან მომხმარებლის გათავისუფლებას სასისტემო მომსახურების საფასურისგან გაქვითული მოცულობის ნაწილში, ხოლო მე-2 პუნქტი კომისიას 6-თვიან ვადას უწესებს კრიტერიუმების დასადგენად.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

