1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
1¹.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
2.თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება, რის შესახებაც მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3.საცალო მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებლის მომსახურებაზე და მოითხოვოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, რის შესახებაც მან ერთი თვით ადრე მაინც უნდა აცნობოს აღნიშნული ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს და შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ აცნობოს მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეტყობინების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის ერთთვიანი (30-დღიანი) ვადის გათვალისწინებით). ამ შემთხვევაში საცალო მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4.ხელშეკრულების შეწყვეტის ამ წესებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პერიოდში მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.
5.მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს საცალო მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5 1 . მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის, გადახდაზე შეთანხმების ან იმ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, რომლის მოთხოვნის შედეგადაც მოხდა მომარაგების შეწყვეტა, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლისას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს ამ წესებით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ საცალო მომხმარებლის ახალ მისამართზე (განაწილების ლიცენზიატს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
7.განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი და საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდაც.
8.უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილი საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისთვის განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.
9.თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის გაუარესებას, ან საცალო მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე მეტი, გარდა იმ გარემოებისა, როდესაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს, ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ვადა (გონივრული ვადა) არ უნდა იყოს სამ თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან დამატებითი ვადის შემცირება, თუ იგი აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.
10.საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას მიმწოდებლის მითითებით ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, საცალო მომხმარებლის კუთვნილი გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
11.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
2. თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება, რის შესახებაც მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებლის მომსახურებაზე და მოითხოვოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, რის შესახებაც მან ერთი თვით ადრე მაინც უნდა აცნობოს აღნიშნული ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს და შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ აცნობოს მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეტყობინების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის ერთთვიანი (30-დღიანი) ვადის გათვალისწინებით). ამ შემთხვევაში საცალო მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4. ხელშეკრულების შეწყვეტის ამ წესებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პერიოდში მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.
5. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს საცალო მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
51. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის, გადახდაზე შეთანხმების ან იმ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, რომლის მოთხოვნის შედეგადაც მოხდა მომარაგების შეწყვეტა, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლისას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს ამ წესებით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ საცალო მომხმარებლის ახალ მისამართზე (განაწილების ლიცენზიატს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
7. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი და საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდაც.
8. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილი საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისთვის განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.
9. თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის გაუარესებას, ან საცალო მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე მეტი, გარდა იმ გარემოებისა, როდესაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს, ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ვადა (გონივრული ვადა) არ უნდა იყოს სამ თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან დამატებითი ვადის შემცირება, თუ იგი აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.
10. საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას მიმწოდებლის მითითებით ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, საცალო მომხმარებლის კუთვნილი გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 10 თებ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
15 მუხლის 1¹ პუნქტში 6 საათის ვადა შეიცვალა „შესაძლო მოკლე ვადაში“ აღმოფხვრის ვალდებულებით, ხოლო რთული სამუშაოს შეტყობინების მომენტად განისაზღვრა კატეგორიის მინიჭება. მასობრივი გათიშვისას ინფორმაციის გავრცელების არხად მედიასაშუალებების ნაცვლად დასახელდა ლიცენზიატის ოფიციალური ვებგვერდი.
· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
პირველ პუნქტში გეგმური სამუშაოების შეტყობინების წესი ახლებურად დადგინდა (ტექსტური შეტყობინება, 1–5 დღე, მედია) და დაემატა არაგეგმური წყვეტის 6 და 12 საათიანი წესი.