„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 45. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, პირველი საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება 2021 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველი საანგარიშო პერიოდისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ფასს წარმოადგენს „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშსწორების პერიოდში ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ  ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით გადახდილი ფასი.

3.ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან 2033 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით  მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელსაც მიწოდების ხელშეკრულება დადებული აქვს/ჰქონდა საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.04.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 აპრილის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6464³ (…64² (…111¹¹…2920165¹3816327431545
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ელექტროენერგიის საცალო…განახლებადი წყაროებიდა…წყალმომხმარებელთა ორგა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა