Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებმუხლი 17

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 17. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა ამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს.

2.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლები, მათ შორის, ინფორმაცია ამ არასრულწლოვანის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური განვითარებისა და ქცევითი თავისებურებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების, სპორტული, შემოქმედებითი, სახელოვნებო ან სხვა კულტურული საქმიანობის, ოჯახის, საცხოვრებელი გარემოს შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აგრეთვე აისახება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განსაკუთრებული საჭიროებების, ქცევის თავისებურებების, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის რისკისა და, შესაბამისად, ამ არასრულწლოვანის სათანადო განვითარების, მისი სოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭირო სერვისის/პროგრამის შესახებ ინფორმაცია.

3.ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც ამ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებულ სერვისს/პროგრამას, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ.

4.მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების პროცესში აგრეთვე განიხილავს და წყვეტს, ვინ უნდა უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა შესაბამის სერვისში/პროგრამაში.

5.თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა შესაბამის სერვისში/პროგრამაში და ეს არ ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, პრიორიტეტულად განიხილება კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

6.თუ კანონიერი წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობას და კანონიერ წარმომადგენელთან ცხოვრება ეწინააღმდეგება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განსათავსებლად კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულებისთვის საჭირო ვადით. ამ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ყველა შესაძლო ღონისძიებას.

7.მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისში/პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. ეს ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვით.

8.კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი, რომელსაც მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სერვისის/პროგრამის შესრულებისას 14 წელი შეუსრულდა, შესაბამის სერვისში/პროგრამაში შეიძლება ჩართული იყოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის გაგრძელება მისი ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია.

9.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრისას ამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების, ინდივიდუალური საჭიროებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამის სერვისში/პროგრამაში კანონიერი წარმომადგენლის ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის სხვა წევრის ჩართულობა.

10.ამ მუხლით განსაზღვრულ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებათა შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს ეს არასრულწლოვანი, აგრეთვე სააგენტოს, თუ იგი ჩართულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში.

11.მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად.

12.მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრი.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-25

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 18მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 15კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება
  • 18კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი
  • 11კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 27ინდივიდუალური შეფასების ანგარიში
  • 14არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა
  • 10არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48⁷რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა
  • 48⁹არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 17სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 351¹⁷არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა
  • 5¹არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირთა სპეციალიზაცია

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 7³რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7³48⁷48⁹351¹⁷5¹2714101718222151117
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონთან კონფლიქტში მყ…არასრულწლოვანთა მართლმ…ზოგადი განათლების შესა…სოციალური მუშაობის შეს…საქართველოს სამოქალაქო…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 დეკ. 2025