1.იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტოს უფლებამოსილი პირი „F2“ კითხვაში ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ აფიქსირებს ოჯახის მხრიდან ფაქტების დამალვა-დამახინჯებას, შესაძლებელია ოჯახის დეკლარაციის განმეორებითი შევსება დადგენილი წესის შესაბამისად.
2.დეკლარაციის განმეორებითი შევსება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახის შესახებ დეკლარირებული სუბიექტური და დადგენილი ობიექტური ინფორმაციის ურთიერთშედარების შედეგად ფიქსირდება არსებითი განსხვავება.
3.ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად პერიოდულად ხორციელდება შერჩევითი გადამოწმება.
4.„F3“ პუნქტში – მითითებული კითხვების გარდა, სააგენტო უზრუნველყოფს 0-18 წლამდე ბავშვ(ებ)ის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურთიერთშეთანხმებული ფორმატით შემდეგი ინფორმაციის შედარებას: ა) ბავშვ(ებ)ი არის აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ან სარგებლობს კერძო დაზღვევით; ბ) ბავშვ(ებ)ი ასაკის შესაბამისად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში (7-14/15 წლამდე ასაკის ბავშვი 9 კლასის ჩათვლით).
5.„F3“ პუნქტში – დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას.
6.იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია „F3“ პუნქტში მითითებული კითხვებიდან ერთ-ერთი მაინც, ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების შედარებისას გამოვლინდა, რომ ბავშვ(ებ)ი არ არის აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ან არ სარგებლობს კერძო დაზღვევით ან ბავშვ(ებ)ი ასაკის შესაბამისად არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში (7-14/15 წლამდე ასაკის ბავშვი 9 კლასის ჩათვლით), სააგენტო უზრუნველყოფს შემთხვევის გადამისამართებას ზრუნვის სააგენტოში ცენტრალიზებული წესით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ. თავი VII. (ამოღებულია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ.

