Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 7

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 7. სამსახურის უფროსის არჩევა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 8 კვირისა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. საქართველოს მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2.საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და იღებს განკარგულებას საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ.

3.თუ საქართველოს მთავრობამ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 3 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობას განმეორებით წარუდგენს იმავე ან სხვა კანდიდატურას, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პროცედურას.

4.თუ საქართველოს მთავრობამ კვლავ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, გამეორდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურა.

5.საქართველოს მთავრობისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

6.საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და ირჩევს სამსახურის უფროსს.

7.თუ სამსახურის უფროსის კანდიდატურამ ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას, რის შემდეგაც სრულდება ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურები.

8.თუ სამსახურის უფროსი კვლავ ვერ აირჩა, გამეორდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურა. ეს პროცესი გაგრძელდება სამსახურის უფროსის არჩევამდე.

9.საქართველოს პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

10.თუ სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისი უფლებამონაცვლე არ აირჩა, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღიდან სამსახურის ახალი უფროსის არჩევამდე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამსახურის ახალი უფროსის არჩევის შემთხვევაში იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგება სამსახურის მოქმედი უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.

11.სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ეს ვადა იწყება წინამორბედი სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

12.ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება. პირი, რომელიც არჩეული იყო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა აირჩეს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

13.სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სამსახურის უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3882 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 დეკ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №25

  • 1 ცვლილება · ბოლო 14 დეკ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 35სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად
  • 10სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 189საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 4

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 14საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 58ნდობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 19საჯარო სამსახურის საბჭო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 19სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 7

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 4

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7581035619194324141897
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026