Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 23⁴

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 23⁴. საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას. ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3.საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან. შესაბამისი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სულ ცოტა 2 წევრს. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩეს საბჭოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც აქვს ამ კანონის 23 3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.

4.საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე საბჭოს აღნიშნულ წევრს უწყდება, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, კვლავ დაინიშნება თუ არა იგი საბჭოს წევრად.

5.საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება პირადი განცხადებით – განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე.

6.საბჭოს ახალი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები იმართება, შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 დღისა. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7133 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №526 – ვებგვერდი, 28.05.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2524 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3757 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №328 – ვებგვერდი, 20.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2023 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 18 მაი. 2005 – 11 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
  3. 1 ივლ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018

    ზარალის ანაზღაურების ფარგლად დასახელებულ მონაწილეობის ხარჯებს ახლა მოიცავს შერჩევის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებიც; სავარაუდო მოგების ანაზღაურების გამორიცხვა უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23³შემდეგი მუხლი 23⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს სხდომის პროცედურები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორთა საბჭოს ფორმირება და შემადგენლობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 3 ცვლილება · ბოლო 11 დეკ. 2023
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁵საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა
  • 23²საბჭო

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 85საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • 86საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა
  • 83საბჭო

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 13კომისიის თავმჯდომარე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა

კონკურენციის შესახებ

  • 17¹სააგენტოს თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 9საბჭოს სხდომა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 20სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 6ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…1323³23⁵23²617¹720985868323⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…სახელმწიფო სერვისების …კონკურენციის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026