ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 15. ფაქტორინგი რეგრესის უფლებით

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.რეგრესის უფლებით გაფორმებული ფაქტორინგის ფარგლებში ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება. ამ შემთხვევაში ფაქტორს უფლება აქვს, გადაცემული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალეს ან მოთხოვნის დამთმობ მხარეს მოსთხოვოს. მოთხოვნის დამთმობ მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ფაქტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ ფაქტორი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას არ შეეცდება.

2.მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ რეგრესის უფლების გამოყენების შემდეგ ფაქტორი ვალდებულია დებიტორული დავალიანება მოთხოვნის დამთმობ მხარეს დაუბრუნოს, თუ ფაქტორი და მოთხოვნის დამთმობი მხარე სხვაგვარად არ შეთანხმებულან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
720⁴89097619910688011414222715
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საგადასახადო დავალიანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა