ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 27. მოთხოვნის დამთმობი მხარის პასუხისმგებლობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოთხოვნის დამთმობი მხარე პასუხისმგებელია ფაქტორინგის საფუძველზე ფაქტორისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანების სიზუსტისა და ნამდვილობისთვის, მათ შორის, დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის მომენტისთვის აღნიშნული დავალიანების მოცულობის სიზუსტისთვის, იმ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება მოთხოვნის დამთმობ მხარესა და მოვალეს შორის არსებობდეს.

2.თუ მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ ფაქტორისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანება სადავო გახდა (მათ შორის, თუ ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი ნაკლის მქონეა), მოთხოვნის დამთმობი მხარე ვალდებულია ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანება დაფაროს ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, იმავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეები შეთანხმებული იყვნენ ფაქტორინგზე რეგრესის უფლების გარეშე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4420⁴1993979793731¹313224221527
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა