რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 68. შეცილების სამართლებრივი შედეგები და დაბრუნების ფარგლები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტი

1.შეცილების უფლების გამოყენებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოვალეს ქონება უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შეცილებული ქმედების შედეგად წარმოშობილი უზრუნველყოფა უქმდება.

2.თუ საცილო შესრულების/სარგებლის მიმღები კრედიტორია, ქონების მოვალისთვის დაბრუნების პარალელურად, აღდგენილი უნდა იქნეს ის კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც შეცილებული ქმედებით დაკმაყოფილდა.

3.თუ მოვალისთვის ქონების დაბრუნების შემდგომი საპასუხო შესრულება  მოვალის ქონებიდან ნაწილის გამოყოფას ეხება, გამოყოფილი ქონება შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეცეს. თუ ეს შეუძლებელია, შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც მოვალისთვის გადაცემული შესრულების/სარგებლის ღირებულების ეკვივალენტურია. ეს ღირებულება იმ მომენტისთვის გაანგარიშდება, როდესაც შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალეს დაუბრუნებს შეცილებული ქმედების შედეგად მიღებულ სარგებელს.

4.თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ ან იმის თაობაზე, რომ შეცილებული ქმედების შედეგად მოვალე გადახდისუუნარო გახდა, მოვალის მიერ ქონების დაბრუნების მოთხოვნა არ შეიძლება დამოკიდებული გახდეს მოვალის მიერ შეცილების მოწინააღმდეგე მხარისგან მიღებულის მისთვის დაბრუნებაზე.

5.თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ ან იმის თაობაზე, რომ შეცილებული ქმედების შედეგად მოვალე გადახდისუუნარო გახდა, შეცილების უფლების მქონე პირის სურვილით, შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს ქონების დაბრუნების ნაცვლად შეიძლება მოეთხოვოს არასათანადო შესრულებით გამოწვეული სხვაობის შესაბამისი თანხის ანაზღაურება. თავი IX რეაბილიტაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
183534267²4409794066365671151568
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საბიუჯეტო …ფაქტორინგის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა