საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 10. რეგრესის წესი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცენტრს უფლება აქვს, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს შემდეგ შემთხვევებში: ა) ზიანის განზრახ მიყენებისას; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისას; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების არაკანონიერად მართვისას; ე) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას.

2.ცენტრი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული რეგრესული თანხა თანაბრად გაუნაწილოს მზღვეველებს, რომლებიც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროს მონაწილეობდნენ ზიანის ანაზღაურებაში.

3.რეგრესის წესით წაყენებული მოთხოვნა გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40268311309¹⁷704890690165³33³19981510
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსიფაქტორინგის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა