ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 23. შეტყობინება დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძეანა შავარდენიძესალომე კობერიძე

1.ფაქტორის მიერ შეძენილ, საგადასახადო ანგარიშფაქტურით ან ინვოისით გათვალისწინებულ დებიტორულ დავალიანებას იმავე ანგარიშფაქტურით ან ინვოისით განსაზღვრული მოვალე იხდის. მოთხოვნის დამთმობი მხარე ვალდებულია დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მოვალეს წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) შეატყობინოს ამის შესახებ და მიაწოდოს აღნიშნული დებიტორული დავალიანების გადახდისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან ინვოისი, ფაქტორისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობის შესახებ ინფორმაცია, მისი გადახდის პირობები და საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის საბანკო რეკვიზიტები.

2.დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინება მოვალისთვის ჩაბარებულად ითვლება ფაქტორინგის ხელშეკრულების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

3.⁠ფაქტორი ვალდებულია მოვალის მიერ ფაქტორის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ფაქტორინგის რეესტრში დაარეგისტრიროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁴4295766 (დ…2431¹234652428292223
მითითებამნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა