Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 17

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 17. საოლქო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789

და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები 1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომებია : ა ) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ; ბ ) საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა ; გ ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა ; დ ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3- ჯერ გაცდენა ; ე ) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეშად დარღვევა ; ვ ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარის თქმა ; ზ ) საარჩევნო ადმინისტრაციის / საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების , რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა ; თ ) ეთიკის ნორმების , ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა , რომელიც მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ , მიუხედავად იმისა , სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ .

2.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები : ა ) შენიშვნა ; ბ ) გაფრთხილება ; გ ) თანამდებობრივი სარგოს / თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება ; დ ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ( გარდა პარტიის მიერ დანიშნული წევრისა ).

3.ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა .

4.საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისთვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს . საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს .

5.თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში , როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს , უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს , ხოლო ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე -1 9 მუხლის მე -5 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით , 2 6 - ე მუხლის მე - 9 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტითა და 30 - ე მუხლის მე -10 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები .

6.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების / საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში , გარდა ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

7.კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე / საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება ამ განცხადების / საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში .

8.საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში .

9.შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს − დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა . დისციპლინური პასუხისმგებლობა ვადაზე ადრე იხსნება იმავე წესით , რომლითაც მოხდა მისი დაკისრება .

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 28საოლქო
  • 33საუბნო
  • 32საუბნო

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 12საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
  • 24საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
  • 28საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 85დისციპლინური გადაცდომები
  • 97დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება

პენიტენციური კოდექსი

  • 20მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 35პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის

თავდაცვის კოდექსი

  • 138დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3511¹⁹8597138201224283028333217
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026